ზოოშოპი – შექმნის დღიდან ჩვენი კომპანიის ფილოსოფიაა: მომხმარებლებს შევთავაზოთ საჭირო და საუკეთესო პროდუქტი მათი მეგობრებისთვის (ძაღლი, კატა, მღრღნელები, ფრინველები, თევზები). გვქონდეს დიდი არჩევანი და მოვერგოთ ყველა სეგმენტს. თანამშრომლებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო, დავიცვათ შრომითი კოდექსი და შევთავაზოთ სტუდენტებს უნივერსიტეტზე მაქსიმალურად მორგებული გრაფიკი
ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი პროფესიონალია – კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგის პროცესს. ნებისმიერი სტაჟიორი ჩვენთვის პოტენციური თანამშრომელია. მათ აქვთ საშუალება მიიღონ საჭირო ცოდნა შინაური მეგობრების და მათთვის საჭირო პროდუქტის შესახებ, დაასრულონ ტრენინგი და გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გახდნენ ჩვენი თანამშრომლები. შესაბამისად მომხმარებლები გარანტირებულად მიიღებენ სწორ შეთავაზებებს და რეკომენდაციებს
პარტნიორობა და მდგრადი ქმედება – უპირატესობას ვანიჭებთ გრძელვადიან, სტაბილურ ურთიერთობებს როგორც შიდა, ასევე გარე თანამშრომლობის შემთხვევაში. ვმოქმედებთ სუფთა სინდისით!
ვთანამშრომლობთ შესაბამის კომპანიებთან და გვაქვს შესაძლებლობა მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხსი ბრენდები: BELCANDO, BEWI DOG, LEONARDO, HAPPY DOG, HAPPY CAT, MYSTIC, KIPPY, NEXGUARD, M-PETS, GIGWI, BANTYSANDY… საქართველოში დამზადებული ხარისხიანი ბრენდები: TAOFOOD, MSUNAGO, HUGEASY, MYDOG
600+ პროდუქტის ასორტიმენტი მოიცავს საკვებს, სასუსნაოებს, სათამაშოებს, აქსესუარებს, ჰიგიენური მოვლის საშუალებებს, ვიტამინებს და საკვებდანამატებს, პარაზიტებისგან დაცვის საშუალებებს, ყველაფერს სამკურნალო პრეპარატების გარდა.
ჩვენი მიზანია 1000+ დასახელების პროდუქტის შეთავაზება და 50+ ფილიალი საქართველოს მასშტაბით
სიყვარულით, საუკეთესო მეგობრებისთვის